დოდონატი – ჯადოსნური წრე, რომელიც არასოდეს ჩერდება

საახალწლო ფერადი ვიტრინების მიღმა ხშირად უხილავი, მაგრამ რთული პროცესები დგას. სადღესასწაულო განწყობის შექმნა ბიზნესისთვის, საქმის სიყვარულთან და ემოციასთან ერთად, გამართულ ლოჯისტიკას, გუნდურ დისციპლინასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს.
დოდონატმა, რომლის პარტნიორია , ტკბილეულის წარმოება არა მხოლოდ კულინარიულ თავგადასავლად, არამედ წარმატებულ ბიზნესმოდელად აქცია.
ბიზნესი, რომელიც დილის 4 საათზე იღვიძებს
წარმატებულ პროდუქტს თანმიმდევრულობა, დაუღალავი შრომა, ენერგია და ენთუზიაზმი სჭირდება. დოდონატში ჯადოსნური გემოების შექმნა დილის 4 საათიდან იწყება. მაშინ, როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს, საცხობში სამუშაო პროცესი პიკს აღწევს.
დღეში 600-დან 900-მდე დონატის მომზადებას, გაფორმებასა და მომხმარებლამდე მიტანას, უნიკალურ რეცეპტებთან ერთად, მაღალ მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირების უნარი სჭირდება.
მომხმარებელი ვიტრინაში 12 სახეობის – ვანილის, თხილის, ჟოლოსა თუ მოცხარის – დონატს ხედავს, თუმცა ბიზნესის ნამდვილი ღირებულება ის გუნდია, რომელიც ამ მრავალფეროვნებას ყოველდღიურ რეჟიმში, შეფერხების გარეშე ქმნის.
“პოზიციის მიუხედავად, გუნდში ყველამ ვიცით, რომ საერთო მიზანს ვემსახურებით. მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ და არ გვბეზრდება. ჩემთვის არ არსებობს არაფერი სამყაროში, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, მთავარი ენთუზიაზმი და სურვილია”.
გუნდი, როგორც მთავარი ღერძი
დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე ამბობს, რომ მთავარი არა ინგრედიენტები, არამედ ადამიანები არიან. როცა გუნდი შეკრულია, რთული გრაფიკიც ნაკლებად დამღლელია.
„დაუღალავ შრომას, გულწრფელობას, ზრუნვას მოაქვს ხალხის სიყვარული, მერე ეს ემოცია უკან ბრუნდება და ასე, უწყვეტად ტრიალებს, ერთგვარი ჯადოსნური წრე იკვრება. ს ფილიალის გახსნაც ამ უწყვეტი ზრდისა და ახალი შესაძლებლობების ნაწილია“.
დოდონატის ახალი ფილიალი ბათუმში მოწმობს, რომ არგაჩერებას, დაუღალავ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ეს უწყვეტი ციკლია: გასცემ ხარისხს, იღებ ნდობას და ჩნდება განვითარების ახალი შესაძლებლობა.
ახალი წელი და უსაზღვრო შესაძლებლობები
სადღესასწაულო პერიოდი საუკეთესო დროა არა მხოლოდ მიღწევების შეჯამებისთვის, არამედ ახალი მიზნების დასასახად. დოდონატის მაგალითი ადასტურებს, რომ შეუჩერებელ ენერგიას ნებისმიერი იდეის რეალობად ქცევა შეუძლია.
საბოლოო ჯამში, ახალი წელიც ხომ სწორედ ამას ნიშნავს – განახლებას, წინსვლას და იმ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომელთა გამოსაყენებლად თამამი გადაწყვეტილებები, მიზანდასახულობა და საქმის გულწრფელი სიყვარულია საჭირო.