დნიპროში დააკავეს ექსდეპუტატ ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი – ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივლისს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქალაქ დნიპროში დააკავეს პოლიტიკოსისა და ენათმეცნიერის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მ ცნობა სოციალურ ქსელ ტელეგრამაში გაავრცელა. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტს აცნობა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ.

“დაკავების ოპერაცია ძალიან რთული იყო. ამ დღეებში მკვლელობის გახსნაზე უკრაინის ეროვნული პოლიციის, სუსის და სხვა სამსახურების ასობით სპეციალისტი მუშაობდა. დაკავებულია 18 წლის ბიჭი. გრძელდება საჭირო საგამოძიებო მოქმედებები და გამოკვლევები”, – წერს ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტი.
ირინა ფარიონის მკვლელობის მოტივი უცნობია.
· “ვერხოვნა რადის” ყოფილ დეპუტატსა და ლინგვისტ ირინა ფარიონზე თავდასხმა 19 ივლისს მოხდა ლვოვში, მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად. ბოროტმოქმედმა მას თავში ესროლა პისტოლეტიდან.
· დაჭრილი პოლიტიკოსი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
· მეორე დღეს, უკრაინის პოლიციამ გაავრცელა სავარაუდო მკვლელის, ახალგაზრდა მამაკაცის, ფოტო. პოლიცია მაშინ იუწყებოდა, რომ იგი 20 წლის იყო.
· 60 წლის ირინა ფარიონი იყო ფილოლოგი და ენათმეცნიერი, 2012-2014 წლებში იყო უკრაინის “ვერხოვნა რადის” დეპუტატი, სრულიად უკრაინული ასოციაცია „სვობოდის“ წევრი. ის ცნობილი იყო თავისი მკაცრი პოზიციით ში უკრაინული ენის უპირატესობაზე და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მინიმუმამდე დავიდეს ქვეყანაში რუსულის, როგორც „ოკუპანტების ენის“, გამოყენება.