დნესტრისპირეთში გაჩერდა თითქმის ყველა საწარმო

არაღიარებულ დნესტრისპირეთში გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო გაჩერდა თითქმის ყველა საწარმოს მუშაობა, საკვების მაწარმოებელი კომპანიების გარდა – იუწყებიან რეგიონის მესვეურები.
5 იანვარს გახდება ნათელი ენერგიის ის რაოდენობა, რომელსაც საყოფაცხოვრებო სექტორი იყენებს და შემდეგ დადგინდება რამდენი გაზი ესაჭიროება საკვების წარმოებას.
ენერგეტიკული კრიზისი დადგა მას მერე, რაც 1 იანვარს შეწყდა ს გაზის უკრაინის გავლით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება, ამასთან, რუსეთი უარს აცხადებს მოლდოვას გაზი მიაწოდოს, დაგროვილი დავალიანების გამო.
ბიბისის რუსულენოვანი სამსახური ადგილობრივ კომპანია “ტირასპოლტრანსგაზზე” დაყრდნობით იუწყება, რომ ახალი წლის პირველ დღეს გაზის გარეშე დარჩა თითქმის 75 ათასი სახლი. გათბობა არ აქვს 150 საბავშვო ბაღს და 130 სკოლას.
დნესტრისპირეთი მოლდოვის ტერიტორიაზე მდებარე, მაგრამ კიშინიოვის კონტროლის მიღმა მყოფი ტერიტორიაა დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც რუსულენოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან