დნეპროპეტროვსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებში, დნეპრსა და სინელნიკოვოში ს თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2 ადამიანი დნეპრში დაიღუპა, 7 კი, მათ შორის 3 ბავშვი – სინელნიკოვოში. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი.
”საავადმყოფოში ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც მძიმედ დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მტრის მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის დროს, დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია”, – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 აპრილის ღამეს რუსეთმა ს რაკეტებითა და დრონებით შეუტია. დნეპრში რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. ხუთსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.