დნეპროპეტროვსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, ნიკოპოლის რაიონში დრონით თავდასხმის დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთი 13 წლისაა და მისი მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 19 წლის ბიჭის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
თავდასხმა იყო ხერსონშიც. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს თქმით, დღეს შუადღისას რუსი სამხედროების სარაკეტო იერიშს 37 წლის კაცი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. დაბომბვამ გამოიწვია ხანძარი და ელექტროენერგიის გათიშვაც.