დნეპროპეტროვსკზე რუსეთის არმიის თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
იერიში დრონების გამოყენებით მოეწყო, განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი ლისაკმა.

მისი თქმით, ქალაქში აფეთქებები მოხდა, რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები. უკრაინის მედია იუწყება, რომ დარტყმა მიაყენეს სასტუმრო კომპლექს Bartolomeo-ს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იწვის საცხოვრებელი შენობა და კერძო სახლები.

განახლებული ინფორმაციით, 29 მარტის დილის მდგომარეობით, ოთხი კერძო სახლი მთლიანად დაიწვა. დაზიანდა სულ მცირე 10 კერძო სახლი და რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, საწყობები და ავტოფარეხები. განადგურდა ათობით მანქანა.

ში ომის დაწყების შემდეგ მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში
სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მისი არმია თავს არ ესხმის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა