დმიტრო კულება ჩინეთს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით ჩინეთს ეწვევა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ მოსაზრებებს ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე.
ამასთან, განხილვის მთავარი თემა იქნება რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში.

ასევე დაგაინტერესებთ