მსოფლიომ ნაბიჯი უნდა გადადგას გაყინული რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემისკენ და არა გაყინული კონფლიქტისკენ, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების რაოდენობის ზრდა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„როდესაც გვესმის ზოგიერთი ექსპერტის ან მოაზროვნის არგუმენტები, რომ შესაძლოა ღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთის გაყინული აქტივები და არა გაყინული კონფლიქტი“, – აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეს უნდა იყოს წინსვლის გზა, რათა მსოფლიოში ყველას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები ამისთვის გადაიხადო.
„თუ ჩვენ არ გავაგზავნით ამ მესიჯს, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა და დაძაბულობის რიცხვი მთელ მსოფლიოში გაიზრდება და მათი გამოსწორების ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინის დახმარების ფასი“, – დასძენს კულება.