დმიტრო კულება: რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს უკრაინის დახმარების შეფერხება ფრონტზე წინსვლისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოლაპარაკებები გამართა -ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან.

მან მოუწოდა ბლინკენს, არ დაუშვან რუსეთმა გამოიყენოს უკრაინის დახმარების შეფერხება ფრონტზე წინსვლისთვის.

კულებას თქმით, მოლაპარაკებების დროს მან მადლობა გადაუხადა ბლინკენს სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტისთვის, რომელიც დაეხმარება ს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

კერძოდ, მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინისადმი ამერიკული და საერთაშორისო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთმა, გამოიყენოს დახმარების შეფერხებები წინსვლისთვის, რაც მთელ ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს კიდევ უფრო დიდი ომის საფრთხის წინაშე დააყენებს“, – აღნიშნა კულებამ.

ასევე, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა: განიხილეს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო მხარდაჭერის პაკეტის დამტკიცების გზები, გაცვალეს მოსაზრებები ნატოს ვაშინგტონის სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე, რომელიც წელს გაიმართება.

„ბოლო წლებში უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ საკმარისი მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსეთი ბრძოლის ველზე. უკრაინის შემდგომი მხარდაჭერაზე უარი სერიოზულად ძირს უთხრის აშშ-ის ხელმძღვანელობას მთელ მსოფლიოში და საფრთხეს შეუქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას“, – დასძინა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ