დმიტრო კულება – რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას აზრი არ აქვს, თუ მას კეთილსინდისიერად მოქმედებას ვერ აიძულებ

სამშვიდობო მოლაპარაკებები გლობალურ სამშვიდობო სამიტზე დაგეგმილია ს ფედერაციის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან ახლა აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში აგრესორი სახელმწიფოს ჩართვას, რომლისგანაც კეთილსინდისიერ ქმედებას არ უნდა ველოდოთ, – შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ გააკეთა.
„არსებობს მხოლოდ ორი გზა, რომლითაც რუსეთის მთავრობა შეიძლება კეთილსინდისიერად მოქმედებამდე მიიყვანო: პირველი არის წარმატება ბრძოლის ველზე და მეორე არის ქვეყნების კოალიციის შექმნა, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე პრინციპებსა და მიდგომებს“, – აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას აზრი არ აქვს, თუ მას კეთილსინდისიერად მოქმედებას ვერ აიძულებ.
„ვიცით, რომ აზრი არ აქვს რუსეთის მიყვანას მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ მას ვერ აიძულებ, კეთილსინდისიერად იმოქმედოს. ამ სამიტის მიზანია გააერთიანოს ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და მიდგომებს, რომლებზედაც ისინი შემდგომ ქმედებებს აგებენ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილე, შესაძლოა, მხოლოდ გლობალური სამშვიდობო სამიტის შემდეგ გახდეს.
კულებამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არ შეიძლება დასრულდეს დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის მონაწილეობის გარეშე.
შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარია ს ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს. პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ამ ღონისძიების ჩაშლა სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”