– პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს

პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
კულებას განცხადება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს მისცა.
„დღეს პუტინს საშუალებას აძლევთ მისი ავადმყოფი გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, და მეორე დღეს ის ხარკოვს ბომბავს და რამდენიმე ადამიანს კლავს. რუსებმა ცოცხლად დაწვეს პარალიზებული კაცი და მისი ცოლი, ისევე როგორც ხუთწევრიანი ოჯახი: ახალგაზრდა მშობლები, მათი ოთხი და შვიდი წლის შვილები, და ახალშობილი. პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს. ის უნდა დამარცხდეს, და არა დახმარება გაეწიოს სისხლისმსმელი ტყუილების გავრცელებაში”, – წერს კულება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია