დმიტრო კულება – პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია

პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი და ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი მხოლოდ ყველაზე მეტად ცნობილი სახელების ნაწილია კრიტიკოსების გრძელ სიაში, რომლებიც პუტინმა მოკლა.
ყოველი მკვლელობის შემდეგ იყო აღშფოთება, მაგრამ პუტინს საბოლოო ჯამში ეს შერჩა, და მსოფლიო ლიდერებმა კვლავ ჩამოართვეს მას ხელი. ამან გაამხნევა გაეგრძელებინა ადამიანების მკვლელობა.
დღეს, ზოგიერთი ხმა აგრძელებს იმის მოწოდებას, რომ პუტინს უნდა მოვუსმინოთ და მოლაპარაკებები გავმართოთ მასთან. დროა დავასრულოთ გულუბრყვილობა. სანამ მოსკოვთან რამე აზრიანი ჩართულობის დაწყება იქნება შესაძლებელი, ში უნდა დამარცხდეს და პუტინმა საბოლოოდ უნდა ისწავლოს გაკვეთილი,” – წერს კულება.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას