დმიტრო კულება – ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია – შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, -ის სენატის მიერ უკრაინის, სა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტის მიღებას მიესალმა.
„ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის ეს სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია. ს აგრესიასთან დასაპირისპირებლად, ში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად და საერთაშორისო წესრიგის მხარდასაჭერად, რომელიც აშშ-ის დახმარებით შეიქმნა და რომელიც ყველა ამერიკელსა და სხვა თავისუფალ ერებს იცავს, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
დმიტრო კულებამ „რესპუბლიკელ“ სენატორს, მიტჩ მაკონელსა და „დემოკრატ“ სენატორს, ჩაკ შუმერს უკრაინის დახმარებისთვის და აშშ-ის გლობალური პოზიციისა და სიძლიერის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დღეს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო. აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება