დმიტრო კულება – მიმდინარეობს მუშაობა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული

მიმდინარეობს მუშაობა, რომ -ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ კიევში ნიდერლანდელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კერძოდ, წინა კვირას ნატო-ს მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. ამ საუბრის დიდი ნაწილი ამ საკითხს ეხებოდა. ის, რაც ჩემი კოლეგისგან გავიგე, იმედს მაძლევს, მაგრამ ეს ამერიკული პოლიტიკის გადაწყვეტილებაა, ეს ამერიკული პარლამენტის გადაწყვეტილებაა. ამიტომ მათ დავუტოვებთ ამას. უკრაინის მხრიდან ყველა დონეზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული,” – განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის დირექტორმა შალანდა იანგმა კონგრესის ლიდერებისადმი წერილში აღნიშნა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების სახსრები 2023 წლის ბოლომდე ამოიწურება, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა