დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ 4 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადი შეიტანა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, მ მინისტრთა კაბინეტის საკადრო რეორგანიზაცია გამოაცხადა.

კულებას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს. სტეფანჩუკის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას უმაღლესი რადა პლენარულ სხდომაზე მომდევნო ხანებში განიხილავს.

1 დღით ადრე, 3 სექტემბერს უკრაინის მთავრობაში საკადრო გადალაგების მოლოდინის ფონზე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება კიდევ რამდენიმე მინისტრმა მიიღო.

სტეფანჩუკის ცნობით, თანამდებობის დატოვების წერილი ქვეყნის პარლამენტს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ კამიშინმა, იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ, გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეტსიმ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ და პრემიერმინისტრის მოადგილემ და რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა გაუგზავნეს.

3 სექტემბერს გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვითაც 4 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა პალატაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა. ცნობებითვე, ახალი კადრების დანიშვნას შესაბამის თანამდებობებზე რადა 5 სექტემბერს დაიწყებს.

“შემოდგომა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ისე უნდა შეიცვალოს, რომ მ ყველა საჭირო შედეგს მიაღწიოს – ყველა ჩვენგანისთვის” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში 3 სექტემბერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს