– ვმუშაობთ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის ორგანიზებას ცდილობს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ახლა ვცდილობთ, ვმუშაობთ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე, ვინაიდან არის საკითხები, რომლებზეც მათ შეუძლიათ ისაუბრონ, კონკრეტულად კი “მშვიდობის ფორმულაზე”, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მიერაა შემოთავაზებული, როგორც უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის საშუალება”,-განაცხადა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე