ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გადადების მიზეზი უნგრეთი არ ყოფილა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„მათ არ სურთ, ჰქონდეთ ისეთი სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებების მიღება მუდმივად მოხდება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები უნგრეთს დამატებით დროს აძლევენ და ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდ ევროს ნებისმიერ შემთხვევაში გამოყოფს.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 14-15 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს საბიუჯეტო გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა.