დმიტრო კულება დასავლეთს – მოგვეცით წყეული Patriot-ები

მოგვეცით წყეული Patriot-ები – ჩვენ რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ები გვქონდეს, შევძლებდით დაგვეცვა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, არამედ ასევე ჩვენი ეკონომიკა განადგურებისგან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმს, მ განაცხადა.
მისი თქმით, ეს სისტემები ასევე ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსული ავიაცია მასიურად იყენებს ავიაბომბებს, რომელიც ს საოკუპაციო ძალებს უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.
”როდესაც უკრაინული ჯარები კარგავენ პოზიციებს, მოდი ვნახოთ მიზეზი. ეს იმიტომ, რომ რუსეთმა მასიურად დაიწყო განახლებული საჰაერო მართვადი ბომბების გამოყენება“, – აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, ეს ბომბები არის იარაღი, „რომელსაც ვერ გაექცევი“, თუ სამიზნე ხარ.
„ეს ბომბები თავზე გეცემა და ყველაფერს ანადგურებს. ასე ვკარგავთ პოზიციებს და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ამ ბომბების მატარებელი თვითმფრინავების ჩამოგდება. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტის ხაზზე”, – დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”