– დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს

დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნიკოლაევში დანიელ კოლეგა ლარს ლეკე რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დიდი მადლობა ლარსს გარანტიისთვის, რომ დანიის მიერ [უკრაინისთვის] F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ პროგრამის ჩაშლის ჯერ არანაირი საფრთხეები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ თავისი სიტყვის ერთგულია და F-16 თვითმფრინავები, რომლებსაც პირველი დაჰპირდა უკრაინას, ჩვენს საჰაერო სივრცეში იქნებიან, ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში დაგვეხმარებიან“, – განაცხადა კულებამ.
მან აღნიშნა, რომ F-16 თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ისტორიული იყო და „ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.”

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო