დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის

უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ უჟგოროდში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უჟგოროდში გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო.
„ჩვენ ერთ მარტივ რამეზე შევთანხმდით, უნგრულ მხარეს ვთხოვეთ, იმ კითხვების ამომწურავი სია გადმოეცა, რომელიც მას უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით აქვს, ჩვენ ეს სია მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით სპეციალური კომისია შედგება, რომელსაც ერთი ძალიან მარტივი ამოცანა აქვს: მან ათ დღეში ორივე ქვეყნის მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გაგება უნდა წარუდგინოს იმის შესახებ, თუ სიის მიხედვით რომელი საკითხებია გადასაწყვეტი ან რომელია მოგვარებული, რათა საბოლოო სიცხადე მივიღოთ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებამ აღნიშნა, რომ თუ ადრე ეროვნული უმცირესობების საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში განიხილებოდა, ახლა არის სურვილი, რომ მის შესახებ დისკუსია ორმხრივ დონეზე წარიმართოს, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.