დმიტრო კულებამ რადას თანამდებობის დატოვების განცხადებით მიმართა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ თანამდებობის დატოვების განცხადებით, უკრაინის პარლამენტს მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.
„უმაღლეს რადაში შემოვიდა განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან დმიტრო კულებასგან, თანამდებობის დატოვების შესახებ“.- განაცხადა სტეფანჩუკმა.
მან დოკუმენტის ფოტოც გაასაჯაროვა და განმარტა, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ipn.ge