დმიტრი პესკოვი: NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსება უკრაინაში ჩვენთვის მიუღებელია

NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის ში შესაძლო გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, ს თქმით, ამ ინფორმაციამ კრემლი აღაშფოთა, “განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსებას”.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ამ ინფორმაციას და ვაკვირდებით ევროპელების ზოგჯერ წინააღმდეგობრივ ოფიციალურ განცხადებებს ამ საკითხზე. ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან საუბარია სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზე, NATO-ს ქვეყნების შესაძლო, ჰიპოთეტურ სამხედრო განლაგებაზე უკრაინაში” – თქვა პესკოვმა.

ასე გამოეხმაურა პუტინის პრესსპიკერი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი გეგმავს მომავალ კვირას -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარუდგინოს უკრაინაში ევროპული ქვეყნების მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის განლაგების გეგმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, “ეს საკითხი ს უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს”. “ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით. მინდა შეგახსენოთ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები – NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენთვის მიუღებელია” – თქვა პესკოვმა.

გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს.

როგორც Telegraph აღნიშნავს, სტარმერის თქმით, რუსეთის ხელახალი თავდასხმის შესაკავებლად ამ გეგმას აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება. გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ სტარმერი ტრამპს მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს ავიაგამანადგურებლები და რაკეტები პასუხის გასაცემად მზად იყვნენ, თუკი რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს.

Telepgrah-ის თანახმად, საფრანგეთისა და ბრიტანეთის გეგმით, 30 000 ევროპელი სამხედრო ფრონტის ხაზისგან შორს, უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მაგალითად ატომურ ელექტროსადგურებზე განლაგდება.

აქამდე, გავრცელებული ცნობების მიხედვით, ევროპულ ქვეყნებში უკრაინაში სამხედროების სამშვიდობო ეგიდით გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავდნენ.

გასულ დღეებში უკრაინაში სამხედროების განლაგებისთვის მზადყოფნა ღიად გამოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა.  უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა კი თქვა, რომ უკრაინაში სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს.

18 თებერვალს, საუდის არაბეთში უკრაინის ომის საკითხზე, ასევე ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებზე აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ. ცნობილი გახდა, რომ მალე დაიწყებენ უკრაინის ომის მოსაგვარებელ პროცესზე მუშაობას და მას შემდეგ, რაც აშშ საკუთარ წარმომადგენელს დაასახელებს, საპასუხო ნაბიჯს გადადგამს რუსეთიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოიხსნება ის წინაღობებიც, რომლებიც რუს დიპლომატებს აშშ-სთან მიმართებით მუშაობას ურთულებდა.

წყარო