დმიტრი პესკოვი: ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით

ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინონ. ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ“, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გართულებები ხალხებს შორის კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის.
„საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა გართულება იცით, რაც ამავდროულად, ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის. ხალხი საქართველოსა და რუსეთში მოგზაურობას აგრძელებს“, – აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად