დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე განაახლოს

სააგენტო „რია ნოვოსტი“ კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები სთან წინაპირობების გარეშე.
დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე წინაპირობების გარეშე.
„ტრამპის ელჩ უიტკოფთან (აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი) გუშინდელი საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზადაა, განაახლოს უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – თქვა დმიტრი პესკოვმა.
პუტინმა და უიტკოფმა მოლაპარაკებები პარასკევს შუადღისას კრემლში გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
უშაკოვმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკება სამ საათს გაგრძელდა და იყო კონსტრუქციული და სასარგებლო.
რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ზელენსკის და ტრამპის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. „ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ“, – დაწერა ზელენსკიმ.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში გააკეთა განცხადება.
· თავიდან ის აკრიტიკებს New-York Times-სა და მის ჟურნალისტს ტრამპის მიერ უკრაინა-რუსეთის ომის საკითხზე კრიტიკის გამო;
· ამბობს, მე „უკრაინას ჯაველინები გადავეცი, ობამამ კი – თეთრეულიო“, რუსეთ-უკრაინის ომს კი „მძინარე ს ომს“ უწოდებს;
· „უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო“, – წერს ტრამპი.
ამის შემდეგ წერს: „[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა“.
„ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – წერს პრეზიდენტი ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“