დმანისის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრეს, შემთხვევა გუშინ, 31 მარტს მოხდა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.