პარტიებმა “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” Mona.ge-ის ახალი სია გამოაქვეყნეს. სიაში მოხვდნენ დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდამსხმელები და დმანისის პოლიციის უფროსი.
გიორგი, ჯემალ და სულიკო ჭყონიები – პარტიების ცნობით, რეგულარულად სწირავენ ფულს “ქართულ ოცნებას”, ჯამში, ტენდერებით და პირდაპირ შესყიდვით მათ კომპანიას – შპს “გზას” ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 320 მილიონი ლარი. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჭყონიები დაკავშირებულები არიან ბზინეს ინტერესებით ალა კახნიაურთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ახლო პირია, ის თავის მხრივ დაკავშირებულია არჩილ მამაცაშვილთან და საბაზრო კომპანია “ქართუსთან”. კახნიუარს თავადაც შეწირული აქვს “ოცნებისთვის” 85 000 ლარი.
ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი – ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ დმანისის ყოფილ მერს და რამდენჯერმე ესროლეს მის მანქანას. ისინი მიმალვაში არიან.
გიორგი კავლელაშვილი – დმანისის პოლიციის უფროსი, რომელიც შეესწრო ყოფილ მერზე თავდასხმის ინციდენტს, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.
სერგი ბზიშვილი – “მოძალადე პოლიციელი”, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
გურამ თამაზაშვილი და სულხან თამაზაშვილი – პარტიები აღნიშნავენ, რომ ისინი შსს-ს კორუმპირებული კლანის წევრები არიან.
ნიკოლოზ ქობულაძე და ედიშერ გვენეტაძე – ანტიდასავლური პროპაგანდისტები, POSTV-ის ანალიტიკოსები.
