დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ფონიჭალა, მარნეული, გუგუთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა , მარნეული, გუგუთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე შეაფასეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ორივე პროექტის ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„პროექტის ფარგლებში, სოფელ მაშავერაში დაახლოებით 2 კილომეტრიანი ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა, ხოლო სიონის ქუჩაზე ასფალტის საფარი.
ორივე პროექტის ღირებულება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2 000 000 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

ელენე ხოშტარია – ყველა პოლიტიკური პატიმარი არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი – ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ სისტემას