დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა გავრცელებული დაავადებების რისკებსა და მათ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
,,ავერსის კლინიკის” მეან-გინეკოლოგმა, ენდოკრინოლოგმა მამოლოგმა და ონკოლოგმა დამსწრე საზოგადოებას გავრცელებული დაავადებების რისკებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს.
მედიკოსებმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს ასევე მისცეს რჩევები, თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, რათა მოხდეს ავადმყოფობის დროული გამოვლინება. შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა