დიქტატორ პუტინის ბოლო გაზაფხული!

დიქტატორ პუტინის ბოლო გაზაფხული!
ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი ვრცელ მასალას აქვეყნებს ტრამპისა და პუტინის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:
„ამერიკა დაბრუნდა, მაგრამ არა, როგორც კეთილი პოლიციელი „პონჩიკებით“, არამედ როგორც მშიერი, გააფთრებული სისხლისმსმელი მხეცი!
2016 წლის იზოლაციონისტი ტრამპის ადგილი დაიკავა იმპერიულმა მტაცებელმა, რომელმაც აითვისა 21-ე საუკუნის ჯუნგლების მთავარი წესი – სანამ ამერიკა დემოკრატიობანას თამაშობდა, დიქტატორები იყოფდნენ მსოფლიოს. ტრამპი მოვიდა დაფის ასაყირავებლად – ამის შემდგომ არავითარი საქმიანი შეთანხმება, არავითარი კომპრომისი – მხოლოდ ტოტალური დომინირება.
გრენლანდია მაგალითია იმისა, რომ ტრამპისთვის აღარ არსებობს სუვერენული საზღვრები – მადაზე მოსულ პრეზიდენტს დაემსხვრა მორალური კომპასი და ის გახდა ყველაზე სახიფათო ადამიანი პლანეტაზე. ნადირობა დაწყებულია და ტრამპი აღარ გაჩერდება, ვიდრე კარგად არ გაძღება!
კრემლში აღარ მიირთმევენ შამპანურს ტრამპის სადღეგრძელოთი, როგორც ამას აკეთებდნენ 2016 და თვით 2024 წლებში. იქ ახლა ან ვალერიანის წვეთებს სვამენ ან – მაგარ ალკოჰოლურ სასმელს. კრემლმა, თავის ისტორიაში, დაუშვა ყველაზე საშინელი, ფატალური შეცდომა, როდესაც ფსონი დადო ჟღალ „ჯოკერზე“, იმის იმედად, რომ სათავისოდ გამოწვრთნილი ბეყე ეყოლებადათ ვაშინგტონში – მიიღო კი საკუთარი ჯალათი.
ახლა, 2026 წლის იანვარში ცხოველური შიში იპყრობს რუსეთის ელიტას. პუტინი, რომელიც მსოფლიო ხულიგნის როლს თამაშობდა და „ალფა-ულაყის“ იმიჯს ირგებდა, რომელიც -ს და მთელ ევროპას დაძაბულობაში ამყოფებდა, უეცრად შეეჯახა რეალობას, რისთვისაც „კაგებეს“ ის არ შეუმზადებია. პუტინი პირისპირ შეეჯახა სულ სხვა კალიბრის მტაცებელს. ამჯერად ტრამპი არ მოსულა გავლენის სფეროების გასაყოფად – ის მოვიდა დომინირებისათვის!
ჩეკისტების ფსიქოლოგია პრიმიტიულია – ისინი „ავერბოვკებენ“დასავლელ პოლიტიკოსებს მათი სუსტი წერტილების – მომხვეჭელობის, შიშის თუ კომპრომატების არსებობის მეოხებით. ისინი ტრამპში ხედავდნენ ექსცენტრიკულ, ფულის მოყვარულსა და მლიქვნელების პირმოთნეობაზე დახარბებულ პიროვნებას, ვისითაც შეიძლებოდა მანიპულირება: „ჩვენ მას ვეტყვით, რომ ის დიადი მოღვაწეა და ის ჩვენ გადმოგვცემს უკრაინას და დაშლის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს“.
მათ დაავიწყდათ – ვინ არის სინამვილეში ტრამპი – ის უბრალოდ პოლიტიკოსი კი არ არის – ის არის ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზრის ზვიგენი, კაცი, რომელმაც 80-იან და 90-იან წლებში თავი გაიტანა მანჰეტენის ჯუნგლებში და, როდესაც პუტინმა გადაწყვიტა ცოტაოდნად წაშანტაჟება – ახსენა ბირთვული იარაღი და დადო მაღალი ფსონები, ტრამპმა ეს მიიღო არა გეოპოლიტიკურ მანევრად, არამედ პირად შეურაცხყოფად!
პიტერის ერთიციცქნა ქუჩის ბანდიტმა გადაწყვიტა შებმოდა მაფიის ნათლიმამას – ამ ბანდიტს ეგონა, რომ ისინი ტოლ-სწორნი იყვნენ, მაგრამ დონმა მას შეხედა არა როგორც თანასწორს, არამედ, როგორც აღზევებულ „შესტიორკას“, რომელსაც თავისი ადგილი დაავიწყდა. ტრამპმა ხელის ერთი დარტყმით ააყირავა დაფა.
კრემლის ყველა წინასწარი მზადება: ლავროვის ეშმაკური გეგმები, პატრუშევის მიზანდასახულებანი და ლექციები ისტორიის თემებზე სანაგვე ურნაში ჩაიყარა – ტრამპი არ უსმენს ლექციებს, ტრამპი უყურებს მხოლოდ ძალას – და მან დაინახა, რომ მეფე შიშველია. მოლაპარაკებების ნაცვლად ტრამპი გადავიდა დამამცირებელ ულტიმატუმებზე – ის კრემლს აღარ სთხოვს გადატვირთვებს – უგზავნის შეტყობინებებს: „გააკეთეთ ასე და ასე, ან ჩვენ გაგანადგურებთ ეკონომიკურად და ფიზიკურა“. თან ტონი ამ შეტყობინებებისა ისეთია, რომ გენერალურ შტაბში გენერლებს ხელები უკანკალებთ!
პუტინის მთავარი კოზირი – ბირთვული შანტაჟიც – გაჭრილია ტრამპის კარტით. შანტაჟი მუშაობს მხოლოდ ისეთ რაციონალურ პოლიტიკოსებზე, როგორებიც არიან ბაიდენი ან შულცი, ტრამპს არ აშინებს ესკალაცია – ტრამპი იკვებება ესკალაციით!
თუ პუტინს შეუძლია მიმართოს შანტაჟს, ტრამპს შეუძლია რეალური დარტყმის მიყენება, გააჩნია რომელ ფეხზე ადგება დილით, ან მოეწონება თუ არა რუსი ელჩის ხმის ტონალობა. ეს აგიჟებს ჩეკისტებს. მოსკოვი ოცნებობდა ქაოსზე ამერიკაში, იმის იმედად, რომ სამოქალაქო ომი დაასუსტებდა ამერიკას, მიიღო კი ისეთი ავტორიტარული მანქანა, რომელიც კრემლს უცქერის არა დიპლომატიის, არამედ ოპტიკური სამიზნიდან!
მითი მეგობარ დონლადზე დაიმსხვრა. კრემლში იგრძნეს, რომ მათზე კი არა, ოვალურ კაბინეტში მჯდომ ერთ კაცზეა ყველაფერი დამოკიდებული, რომელსაც შეუძლია ერთ წუთში გადაწყვიტოს, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს!
თუ პუტინის მოკავშირეების სამხედრო განადგურება იყო მხოლოდ ნაბიჯი, ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით მოხდა საკონტროლო გასროლა პუტინის რეჟიმისთვის. ტრამპს თავისი ოპერაცია ვენესუელაში არ ჩაუტარებია დემოკრატიის გასამარჯვებლად – ჩაატარა ვენესუელის ნავთობის ხელში ჩასაგდებად. ტრამპს არ დაუწყია დიქტატორებთან მოლაპარაკება, მან უბრალოდ წაართვა მათ რესურსები.
ეს არის ვენესუელური გამბიტი: მადურო ტყვეობაშია, კარაკასში დროებითი ადმინისტრაციაა პირდაპირი კონტროლით ვაშინგტონიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნავთობის უდიდესი მარაგი დე-ფაქტო ეკუთვნის ამერიკულ კორპორაციებს; ვენესუელის მძიმე ნავთობმა, რომელიც იდეალურად ცვლის რუსულ ნავთობს მსოფლიო ბაზარზე, ცარიელზე დასვა . ამერიკულმა და ნაალაფარმა ვენესუელურმა ნავთობმა გამოდევნეს ბაზრიდან.
მაგრამ ეს კიდევ ცოტაა – რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი, ასობით რუსული ჟანგიანი ტანკერით, რომლებიც ადრე პუტინის ბიუჯეტის გადამრჩენლები იყვნენ, გახდნენ ამერიკელთა სამიზნეები. ინდოეთმა, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ რუსული ნავთობის მთავარი მომხმარებელი იყო, პანიკაში ჩავარდნილმა გაწყვიტა რუსული კონტაქტები; ჩინელებმაც შეწყვიტეს ყოველგვარი შეკვეთები. პუტინი მოექცა ხაფანგში – ნავთობის ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი ვენესუელა ახლა მის მთავარ მტერზე -ამერიკაზე მუშაობს.
ომი უკრაინის დაბა-ქალაქებიდან კრემლის კედლებში გადავიდა. შეიქმნა რევოლუციური სიტუაცია, ოღონდ არა სახალხო, არამედ მილიარდერების და გენერლების, რომლებიც მიხვდნენ, რომ პუტინთან ერთად მათ მომავალი არა აქვთ – ელოდებათ ჰააგა ან სივაგლახე.
ამ დროს კი ვაშინგტონიდან დახურული არხებით გაიგზავნა მოსკოვში ულტიმატუმი არა პუტინის, არამედ მისი გარემოცვის – კოლექტიური პუტინის მისამართით.
ტრამპი მოქმედებდა გამოცდილი რეიდერის ცინიზმით: მან რუსეთის ზედა ეშელონებს მიმართა საქმიანი წინადადებით – ჩაგვაბარეთ თქვენი ბოსი და ჩვენ შეგინარჩუნებთ აქტივების ნაწილს. ეს იყო დანის დარტყმა ზურგში. მიღებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დახურულ რეჟიმში, მან გამოაქვეყნა რუსული ელიტის დამალული კაპიტალის დეტალური რუკები: ოფშორები და გარეშე პირებზე გადაფორმებული საბუთები.
აქეთ ოლიგარქები არიან გუნებაწამხდარნი და იქით გენერლები და ოფიცრები თავს გრძნობენ თავმოყვარეობაშელახულად. ვითარდება კლასიკური რუსული სცენარი – აპოპლექსური სათუთუნე – „ტაბაკერკა“. თუკი ადრე პუტინი ყველა ამათი უსაფრთხოების გარანტი იყო, ახლა ის მათი ცხოვრების წინაღობად იქცა, არავის სურს ხელი მოაწეროს დოკუმენტებს, რომლებიც ხვალ მათი ტრიბუნალის – განსასჯელის უტყვი მოწმის სახეს მიიღებენ.
ტრამპმა იდეალური პირობები შექმნა რუსეთში სასახლის კარზე გადატრიალებისთვის – ვინც მიიტანს პუტინის თავს ვაშინგტონში, ის მიიღებს უსაფრთხოების და გადარჩენის გარანტიას. ტრამპს არ დაუწყია ომი პუტინთან ბრძოლის ველზე – მან მისი ელიტა იყიდა. პუტინს დარჩა 2-3 თვე – ეს გაზაფხული რეჟიმისთვის და პუტინისთვის იქნება უკანასკნელი, პარალიზებული პუტინი ცუგცვანგში იმყოფება – ნებისმიერი მისი სვლა განწირულია დამარცხებისთვის:
რა ქნას – დაემუქროს ბირთვული იარაღით? ტრამპმა გარკვევით ანიშნა, რომ ის პირველი დაარტყამს! სცადოს მოლაპარაკება? ტრამპი არ იღებს ყურმილს – მას არაფერი აქვს სალაპარაკო გაკოტრებულთან! რა ქნას პუტინმა? ნავთობის ფული აღარ არის – ტრამპმა მისი აქტივები ვენესუელიდან და ბლოკადიდან ჩაყლაპა! მოკავშირეები აღარ არსებობენ – ჩინეთმა და ინდოეთმა ზურგი აქციეს, თავიანთი ფულის ქისების გადასარჩენად.
ტრამპმა მხეცი შეაგდო ორმოში და მასზე არ ხარჯავს ტყვია-წამალს – იცის, რომ მხეცი თავად დასუსტდება ორ თვეში. ხოლო, როდესაც ყველა ეკონომიკური რესურსი ამოიწურება, დაიწყება მშიერი ბუნტი არა რუსულ ბრბოში, არამედ კრემლის კედლებში. პუტინის მოცილება უკვე გადაწყვეტილია მისი გარემოცვის წრეში – გენერლები და ოლიგარქები მხოლოდ იმას უცდიან, რაც შეიძლება ძვირად მიჰყიდონ მისი ტყავი ვაშინგტონს!”
ცნობისათვის, თარგმანი სოციალური ქსელით ვრცელდება.