„დიფ სთეითს“ რომ საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია-კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის ღია წერილი, რომელიც საქართველოში მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობს
ნურავის ექნება ილუზია, რომ ჰერჩინსკი ან რომელიმე მისი კოლეგა „საქართველოს მომავალზე“ ზრუნავს. ნურავინ იფიქრებს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებთ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება და სპეცსამსახურების მიერ გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებენ, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
მისი განცხადებით, დიპლომატების ყოველი უსამართლო განცხადება და ხელისუფლებაზე თავდასხმა, ერთადერთ მიზანს, საქართველოში სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას და პლარიზაციას ემსახურება, ამ დროს კი, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ყველაფერზე, მათ შორის, ტყვიის გასროლაზე წავა.
„მათი ყოველი უსამართლო განცხადება, მათი ყოველი თავდასხმა საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანაში მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია, მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზება და ამ დროს, აუცილებლად გამოჩნდება ან თავად გამოაჩენენ იმ „ერთ თავზეხელაღებულს“, რომელიც ყველაფერზე წავა, მათ შორის ტყვიის გასროლაზე. ის ფაქტი, რომ „დიფ სთეითს“ საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის, მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ღია წერილი, რომელიც საქართველოში მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობს“, – წერს შათირიშვილი.
მან ლორა თორნთონის გარდა, გაიხსენა ოლივერ ვარჰეის ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც ირკალი კობახიძეს ღიად მიანიშნა, თუ რა დაემართა სლოვაკეთის პირველ პირს, რობერტ ფიცოს.
„საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს ევროკავშირის მაღალჩინოსნის, ოლივერ ვარჰეის ზარი ირაკლი კობახიძესთან, როდესაც „დიფ სთეითის“ გავლენიანმა აგენტმა პირდაპირ უთხრა საქართველოს პრემიერს – „ხომ გახსოვს, რა დაემართა რობერტ ფიცოს“… დიახ, ის რაც სლოვაკეთში მოხდა, წინასწარ დალაგებული და კარგად გააზრებული პროცესის შედეგი იყო. ისინი შექმნიან სიძულვილით სავსე გარემოს, ისინი წაახალისებენ ძალადობას და კრიმინალს, ისინი ფეხქვეშ გათელავენ ინსტიტუციებს, ისინი შენებას ნგრევად, ხოლო, სიკეთეს ბოროტებად წარმოაჩენენ – ხოლო როდესაც ზამბარა მაქსიმალურად დაიჭიმება, როდესაც ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს და მათთვის ასე ნანატრი მსხვერპლიც რეალობად იქცევა“, – წერს ზაზა შათირიშვილი.
Next: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია
