„დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დავთანხმდით, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში – ომში

„დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დავთანხმდით, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში – ომში
„დიფ სთეითმა“ რუმინეთის სასამართლოში იმ ადამიანების შეყვანა მოახერხა, რომლებიც მის მიერ იყვნენ მართულები. იმავეს გაკეთება საქართველოში იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით, რათა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობა დაგვეცვა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება „დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დათანხმდა, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს მათ სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქვეყანა ქაოსში ჩაძირული იქნებოდა და ცუდ შემთხვევაში – ომში.
„ვეთინგის“ მოთხოვნამდე ძალიან ადრე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, როცა გავიმარჯვეთ, მთავარი, კატეგორიული მოთხოვნა, რასაც გვიყენებდნენ, იყო ის, რომ სასამართლო სისტემიდან არცერთი მოსამართლე არ უნდა გაგვეთავისუფლებინა. ეს იმიტომ, რომ განცდა ჰქონდათ, რადგან ეს მოსამართლეები ძველი რეჟიმის მიერ იყვნენ დანიშნულები, ისინი ამ საერთაშორისო ძალების თამაშის ნაწილი გახდებოდნენ.
როცა ნახეს, რომ გარედან სასამართლოს ვეღარ აკონტროლებდნენ, საპირისპირო მოთხოვნები წამოვიდა. დაიწყო ზუსტად იმ მოსამართლეების „გაშავება“, რომელთა სისტემაში დატოვებასაც მანამდე კატეგორიულად ითხოვდნენ. როცა ამ „გაშავებით“ ვერაფერს მიაღწიეს, შემდეგ უკვე „ვეთინგის“ მოთხოვნა დაიწყეს. ამაზე არ დავთანხმდით და სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს, რომ სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში – ომში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას