„დიფ სთეითმა“ წინა პლანზე წამოწია დიდი ბრიტანეთი და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნება გამოყენებული იარაღად საქართველოს წინააღმდეგ

„დიფ სთეითმა“ წინა პლანზე წამოწია დიდი ბრიტანეთი და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნება გამოყენებული იარაღად საქართველოს წინააღმდეგ
ჩვენ ვხედავთ, რომ არ წყდება მცდელობები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციის შემოტანის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „დიფ სთეითმა“ წინა პლანზე წამოწია დიდი ბრიტანეთი და შესაბამისად არის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნება გამოყენებული იარაღად საქართველოს წინააღმდეგ.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ USAID-ი წლების განმავლობაში ხარჯავდა საქართველოში უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს იმისთვის, რომ მოწყობილიყო სამოქალაქო არეულობები, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა საბედნიეროდ ამ მცდელობებმა ფუჭად ჩაიარა, შესაბამისად USAID-ი უკანა პლანზე გადაწიეს და ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ბრიტანული ფინანსური რესურსი, კერძოდ ჩვენ ვნახეთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ „დიფ სთეითმა“ წინა პლანზე წამოწია დიდი ბრიტანეთი და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნება გამოყენებული იარაღად საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
მან ასევე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამერიკული ფული დაიხარჯება თუ ბრიტანული იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოში არეულობა, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ყველა ხელთარსებული საშუალებით, რომ სამართლებრივ ჩარჩოში ყველას გაეცეს ადეკვატური პასუხი.
„მე ერთი რამე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში რომელი ფული დაიხარჯება – ამერიკული ფული დაიხარჯება თუ ბრიტანული. მათი მიზნები და ამოცანები არ იცვლება. ეს მიზანი არის ერთი – როგორმე საქართველოში მოხდეს სამოქალაქო არეულობა, როგორმე საქართველოში განვითარდეს რევოლუციური სცენარები. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს სიფხიზლე, გვმართებს გონიერება და ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეილახოს, საქართველოს დამოუკიდებლობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ყველა ხელთარსებული საშუალებით, რომ სამართლებრივ ჩარჩოში ყველას გაეცეს ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
Next: ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და აღებული კურსის შესაბამისად

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია