„დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის განცხადებას „ქრონიკასთან“ ეხმაურება.
„დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს. არაერთ სამართალდარღვევაშია მხილებული ადამიანი, თავად ნაღიარები აქვს და ჰელსინკის კომისიიდან მოდის გზავნილი, რომელიც ასიმეტრიულადაა აცდენილი რეალობას. ეს კიდევ ერთი ფაქტია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე