“დიფ სთეითის” მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“

“დიფ სთეითის” მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ -ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე სან-ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით -ის საელჩოს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
დავით ქართველიშვილის თქმით, “დიფ სთეითის” ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“. „აშშ-საქართველოს ურთიერთობების “გადატვირთვისკენ” გადადგმული მორიგი სერიოზული, პრაქტიკული ხასიათის ნაბიჯი. ჩვენი მხრიდან კი ამის აღნიშვნა მორიგი ჟესტია იმისა, რომ აქ არავინ და არავის მიმართ ჩასაფრებული და მიკერძოებული არაა. “დიფ სთეითის” ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს