„დიფ სთეითის” მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რეალობის მოდელირებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ნომერ პირველ საშუალება სწორედ მედიაა

„დიფ სთეითის” მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რეალობის მოდელირებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ნომერ პირველ საშუალება სწორედ მედიაა
ზოგადად, ცნობილია, რომ მათი [“დიფ სთეითის”] მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რეალობის მოდელირებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ნომერ პირველ საშუალება სწორედ მედიაა. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ვერ ახერხებენ ვირტუალური რეალობა – რეალობად წარმოაჩინონ, რასაც, მათ შორის, სწორედ უშლის ხელს, ევრობიუროკრატია ყველაფერს აკეთებს ქართული საზოგადოების წყობიდან გამოსაყვანად, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილს გერმანია იმის მაგალითად მოჰყავს, თუ რა ემართება ქვეყანას, როდესაც “დიფ სთეითიდან” იმართება, ამ მდგომარეობამდე გერმანიის სახელმწიფოს მისვლაში კი, მისი თქმით, დიდი როლი სწორედ მართულმა მედიამ შეასრულა.
ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ როგორც გერმანიას, ისე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რუსეთთან საომრად ამზადებენ.
„ამავდროულად, ყველა კარგად ვხედავთ რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც მედიას და სახელმწიფოს სრულად აკონტროლებს „დიფ სთეითი“. ჩემს ერთ-ერთ წინა წერილში გერმანიის მაგალითი მოვიტანე, რომელსაც აქაც გავიმეორებ.
გერმანია საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც „დიფ სთეითისგან“ იმართები. ერთ დროს ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, მოწინავე ეკონომიკის ქვეყანას თავისი ხელით დაანგრევინეს ენერგეტიკა – ჯერ ატომური ელექტროსადგურები დაახურინეს და მათ ნაცვლად ქარის ელექტროსადგურები მოაწყობინეს, რომლებიც, რა თქმა უნდა, გაცილებით არაეფექტურია, შემდეგ კი თავად ათქმევინეს რუსეთისგან იაფი ენერგიის შესყიდვაზე უარი და მეტიც, ახლა, როგორც გერმანიას, ისე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რუსეთთან საომრად ამზადებენ. გერმანია რომ აქამდე მივიდა ლომის წილი მიუძღვის იმას, რომ ამ ქვეყანაში მედია ტოტალურად იმართებოდა „დიფ სთეითის“ მიერ,” – ვკითხულობთ შათირიშვილს წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს