„დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს

„დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს
„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვხედავთ ძალიან მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის „დიფ სთეითი“ და მის მიერ მართული სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ეგუებიან სუვერენიტეტის იმ კურსს, რომელიც საქართველომ აირჩია“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განუცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შესახებ თემაზე კომენტირებისას.
სოზარ სუბარის თქმით, „დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს.
„ვერ ეგუებიან იმიტომ, რომ მიჩვეულები იყვნენ საქართველოში ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს, მათ შორის, ისეთს, როგორიც არის ისეთ ომში ჩართვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას გამოიწვევდა. ამას ვერ ეგუებიან დღეს. დანარჩენი ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და მოგონილია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა