დისკუსია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის

დისკუსია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის
ორი კვირაა, ვადასტურებთ მზაობას დიალოგისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგზე შეთავაზებას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
„გუშინ გამოვეხმაურე მაგალითად შოთა არველაძის განცხადებას, მასაც შეუძლია, წამოიყვანოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ენდობა, მათ შორის კომპეტენციის კუთხით, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა საკითხზე. დისკუსია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები. თუ ვინმეს კითხვები აქვს, ეს კითხვები ღიად უნდა გაირჩეს, ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში ასეთი დისკუსიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას