დირექტორი, რომელიც იცავდა მოსწავლეებს, აიოვას სკოლაში შეიარაღებული თავდამსხმელისგან, გარდაიცვალა.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დენ მარბურგერი “მოქმედებდა თავდაუზოგავად და თავი სახიფათო მდგომარეობაში ჩააგდო”, როდესაც მოსწავლემ ცეცხლი გახსნა პერის საშუალო სკოლაში.
მისი ქალიშვილის თქმით, ის ცდილობდა თავდამსხმელისთვის ყურადღების გადატანას, მანამ სანამ დაიჭრებოდა, რამაც მოსწავლეებს მისცა გაქცევის საშუალება. ოჯახმა კვირას თქვა, რომ “10 დღის შემდეგ მან ბრძოლა წააგო და ამ ტრაგედიამ სიცოცხლე შეიწირა”.
4 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაიჭრა, 11 წლის ბავშვი კი დაიღუპა. სროლა სკოლის კაფეტერიაში დაიწყო, სადაც მოსწავლეები საუზმობდნენ. დირექტორი მივიდა შეიარაღებულ მოსწავლესთან და ცდილობდა დალაპარაკებოდა, რათა მოსწავლეებს ოთახიდან გასვლა მოესწროთ.
17 წლის თავდამსხმელი მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზევე გარდაცვლილი იპოვეს.
