ავსტრიამ გზა გაუხსნა ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-12-ე პაკეტს, მას მერე, რაც უკრაინამ შავი სიიდან ამოიღო ბანკი Raiffeisen Bank International-ი – აცხადებენ უკრაინის მთავრობის ვებსაიტი და ევროკავშირის დიპლომატი 16 დეკემბერს.
ავსტრია გარკვეული ხანია ცდილობს უკრაინამ ეს ბანკი ამოიღოს სიიდან, რომელსაც “ომის საერთაშორისო სპონსორების” სახელი აქვს. ეს სია მიზნად ისახავს იმ კომპანიათა შერცხვენას, რომლებიც რუსეთში ბიზნესს ახორციელებენ და ომს ეხმარებიან, მაგალითად, გადასახადების გადახდით.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მოვლენები ხაზს უსვამს ავსტრიის ღრმა ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან, ბანკის მისწრაფებას იქ შეინარჩუნოს მომგებიანი ბიზნესი – ისევე, როგორც დასავლეთში შემცირებულ ძალისხმევას მოსკოვის იზოლაციაში მოსაქცევად.