დიპლომატიური უხერხულობა პეკინთან – ჩინეთის ელჩმა პრეზიდენტის განცხადებაზე განმარტებები ორბელიანების სასახლეშიც მოისმინა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა განმარტებები სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან მოისმინა. ჭოუ ციენს პრეზიდენტის ნათია სულავამ განუმარტა, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილს LCI-ზე სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის გასამართლებაზე ჰკითხეს, ოკუპანტზე პასუხობდა და არა სტრატეგიულ პარტნიორზე.
შეხვედრის ფოტო და ვიდეო მასალა არ გავრცელებულა, ამ დრომდე უცნობია ისიც, თუ როგორ გაიგეს სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი პეკინში. პრემიერ-მინისტრმა კი ჩინეთის ელჩთან გუშინდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის ნათქვამს კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელი უკვე უწოდა და მას გაემიჯნა კიდეც. დღეს კი სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილს იმის გამო საყვედურობს, რომ ქვეყანას საბოდიშოდ გაუხადა საქმე.
ოპოზიციის ნაწილს პრეზიდენტის ინტერვიუს მოსმენისას თავიდანვე ის შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ის ჩრდილოელ მეზობელზე საუბრობდა და არა ვინმე სხვაზე, თუმცა ადასტურებენ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილმა მტერი და პარტნიორი არ გამიჯნა და ამით სხვადასხვა აღქმებისა და ბუნდოვანებისთვის დატოვა სივრცე.
ჩინეთთან შექმნილმა დიპლომატიურმა უხერხულობამ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მმართველი გუნდის კრიტიკული დამოკიდებულება უფრო მეტად გაამძაფრა, “ხალხის ძალას” კი ახალი წერილის დაწერის სურვილი გაუჩინა. საზოგადოებრივ მოძრაობაში აქცენტს პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტების არაკონსტიტუციურობაზე აკეთებენ, ჩინეთზე განცხადებებს კი, მათ მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ნაწილშიც სხვისი კარნახით განხორციელებულ მიზანმიმართულ ზიანად აღიქვამენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მედიას ინტერვიუ პარიზში ვიზიტის ფარგლებში მისცა, სადაც გარდა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, სხვა საშინაო თუ საგარეო საკითხებზე იყო საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც ჩანს, ნოდარ მელაძეს ბავშვობაში მოუყვნენ “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”, თავად რომ წაეკითხა, უფრო კარგად გადაიღებდა დეტექტიური ჟანრის სიუჟეტებს და შედეგიც მისი პოლიტიკური დამკვეთებისთვისაც მეტად ეფექტური იქნებოდა

“რეალური რუსეთი”საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს, მანამდე კი, დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე – დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს