„დიპლომატიური საშუალებები ამოწურულია“ – გერმანიის კანცლერი უკრაინაში ომის დასრულებაზე

გერმანიის ფედრალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს და ს ხელისუფლებას „დამნაშავე რეჟიმი“ უწოდა.
როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ფედერალური ბიუჯეტის შესახებ პარლამენტში დღეს, 9 ივლისს გამართული პოლიტიკური დებატებისას კანცლერმა მერცმა განაცხადა, რომ ში ომის დასასრულებლად „დიპლომატიური საშუალებები ამოწურულია”.
გერმანიის მთავრობას სურს, რომ ფედერალური ბიუჯეტი შეესაბამებოდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ამოცანას. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია იღებს პასუხისმგებლობას ლიდერობაზე ევროკავშირსა და ნატოში, რასაც მისგან ევროპა ელოდება.
მერცის მთავრობის გეგმებს, მათ შორის უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, აკრიტიკებენ ულტრამემარჯვენეები პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ულტრამემარცხენეთა პარტია.
ულტრამემარჯვენეების ლიდერმა ალის ვაიდელმა ფრიდრიხ მერცი წინასაარჩევნო დაპირებების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მერცმა ულტრამემარჯვენეებს და მემარცხენეებს რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი უწოდა.
კანცლერის გაცხადებით, რუსეთის დამნაშავე რეჟიმი სამხედრო ძალით ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს უკრაინის არსებობა და დაანგრიოს მთელი ევროპის პოლიტიკური თავისუფლება, რასაც გერმანიის ფედერალური მთავრობა არ დაუშვებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია