“დიპლომატიური იზოლაცია, ეკონომიკური სანქციები (სავაჭრო, საინვესტიციო, გლობალურ ფინანსურ სისტემებზე წვდომა და ა.შ), უსაფრთხოების რისკები (რუსეთს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან, რაიმე სახის აგრესიის პირობებში, მათთან პირისპირ დარჩენა და ა.შ.),” – ამ რისკებს ხედავს ქვეყანაში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ბიზნესმენი რესან ქიქავა. ის სოციალიურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ დღეს, ქართველ ხალხს, რუსთაველის გარდა, სამართლიანობის მოთხოვნის სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი არ დაგვიტოვეს.
ქიქავა ფიქრობს, რომ ახლა გაჩერების დრო არ არის.
“ვიცი, რომ დღეს თუ გავჩერდი, ხვალ ესეც აღარ მექნება”, – წერს რესან ქიქავა სოციალურ ქსელში.
ბიზნესმენი რესან ქიქავა „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორია.
ცნობისთვის მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
