„დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს ტერიტორიების დაბრუნებაში“ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მ BBC-ის განუცხადა, რომ საჭიროა, მსოფლიომ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა მას მოლაპარაკებების დაწყება აიძულონ.
„ყველა ტერიტორიის ძალით დაბრუნება შეუძლებელია. ვფიქრობ, ამაში დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს. რუსეთზე ზეწოლით შესაძლებელია, მივაღწიოთ [პრობლემის] დიპლომატიურ გადაწყვეტას,“ — თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამისთვის საჭიროა, ს ჰქონდეს ძალიან ძლიერი პოზიციები ბრძოლის ველზე, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე უფრო მყარი პოზიციებით წარსდგეს.
მან დასავლელ ლიდერებს შეახსენა, რომ უკვე 18 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებს დაჰპირდნენ, თუმცა რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას ეს დახმარება ამ დრომდე არ მიუღია.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შთატებთან თანამშრომლობაზე და დახმარების მიღების შესაძლებლობებზე იმ შემთხვევაში, თუ ნოემბრის არჩევნებს მოიგებს.
ზელენსკის თქმით, მისი ადმინისტრაცია თავდაუზოგავად იმუშავებს დონალდ ტრამპთან, რომ დაარწმუნოს უკრაინის დახმარების მნიშვნელობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან – თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის