“დინამო თბილისმა” “სამგურალს” მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მესამეც ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ “დინამო თბილისმა” ბოლოს გაიტანა გადამწყვეტი გოლი და 2:1 მოუგო წყალტუბოს “სამგურალს”.
გაგრა 0:0 დილა
მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ გოლი არ გასულა. ისე, დილამ გაცილებით მეტი ხიფათი შექმნა, ვნახეთ პირისპირ გასვლებიც, თუმცა ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.
შარშანდელ სეზონში “დილამ” სამჯერ მოუგო “გაგრას” და ერთხელ ფრედ ითამაშა (5:0, 2:0, 1:0, 0:0). ამჯერად 0:0.
დინამო თბ 2:1 სამგურალი
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილმა “დინამო თბილისმა” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის
სეზონი მოგებით დაიწყო. მე-10 წუთზე ნოდარ ლომინაძემ “სამგურალის” საჯარიმოში შექმნილი არეულობისას მოასწრო კარში დარტყმა და ანგარიში გახსნა.
რამდენიმე წუთში დინამოელთა მეკარე მიხეილ მაქაცარიამ წააქცია ლუკა ხორხელი და პენალტი დაინიშნა. დავით მუჯირის დარტყმული ბურთი მაქაცარიამ მოიგერია…
მეორე ნახევარში კიდევ ერთი პენალტი ვნახეთ “დინამოს” კარში. ისევ ხორხელმა მოიპოვა, ამჯერად ლუკამ თავადვე დაარტყა და გაიტანა – 1:1. ისე, თერთმეტმეტრიანი არბიტრმა ირაკლი შენგელიამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი.
“დინამო თბილისმა” მაინც გაიმარჯვა, თან ლამაზი გოლით. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ნიკა ნინუამ შორიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა – 2:1.
გარეჯი 0:0 დინამო ბთ
საგარეჯოს “გარეჯისთვის” ისტორიული დღეა: კლუბმა არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშა საქართველოს მთავარ ლიგაში. “მიხეილ მესხი 2”-ის სტადიონზე “გარეჯმა” “ს დინამოს” ვერ გაუტანა, მაგრამ არც გაუშვა – 0:0.
არადა, საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა.
erovnuliliga.ge