“დინამო თბილისი” 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

ჩვენი გუნდი ახალი სეზონის დაწყებამდე 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა. დინამოს რიგები მოლდოველმა გოლკიპერმა სტეფან სიკაჩმა, ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსეუმ და შემტევმა ადრიან როდრიგესმა, უკრაინელმა მცველმა ბოგდან პოტალოვმა, სენეგალელმა ნახევარმცველმა ონორე გომისმა, ფორვარდებმა გიორგი ლომთაძემ და ვასილიოს გორდეზიანმა და ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ დატოვეს. მადლობას ვუხდით ფეხბურთელებს აქ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ მომავალში.
ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე კი ერთწლიანი იჯარით წყალტუბოს სამგურალს შეუერთდა.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და უახლოეს მომავალში ახალწვეულებთან დაკავშირებული სიახლეებით დაგიბრუნდებით. თებერვალში დედაქალაქელები თურქულ შეკრებას გეგმავენ, თვის ბოლოსკენ კი ეროვნული ლიგის საიუბილეო გათამაშება აიღებს სტარტს.
fcdinamo.ge
“მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს” – ტარიელ ხეჩიკაშვილი
კარგი ამბავი – ს “დინამოს” ახალი მფლობელი ჰყავს
“მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება” – ტარიელ ხეჩიკაშვილმა “იბერიას” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს – თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
“დინამო თბილისი” საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
“დინამო თბილისი” 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა – რა შანსი გაუშვეს ხელიდან
17 წლის ხარებაშვილი “აიაქსს” დაუკავშირეს – რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?