“დინამო თბილისი”: სამი გოლი, სამი ქულა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა და დინამო თბილისმა ფოთში მოუგო კოლხეთი 1913-ს.
კოლხეთი 1913 1:3 დინამო თბ
დინამო თბილისმა სამი ქულა აიღო. ეს ფოთში, აუტსაიდერ კოლხეთი 1913-თან.
ლუკა ლაცაბიძემ ჩააწოდა და თორნიკე მორჩილაძემ თავურით გაიტანა.
ტაიმის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა: ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ ფლანგზე კარგად ითამაშა, დაბალი ბურთი ჩააწოდა და უკრაინელმა ევგენ ლეშჩინსკიმ ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:1. ეს ლეშჩინსკის პირველი გოლია საქართველოში.
მეორე ტაიმში ისევ მორჩილაძემ დააწინაურა დინამოელები. თორნიკე ერთ მცველს გასცდა და ძლიერი დარტყმით გაიტანა.
ბოლოს კი დინამოელთა თავდამსხმელმა ირაკლი სირაძემ შემოტრიალებით დაარტყა და 1:3 გახადა ანგარიში.
erovnuliliga.ge
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
“დინამო ბათუმმა” “გარეჯს” მოუგო
“დილამ” კვლავ მოიგო, “დინამო თბილისი”-“სამგურალი” ფრედ დასრულდა