დინამო თბილისი და La Gazzetta dello Sport Georgia თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

3 აპრილს, დინამო თბილისსა და La Gazzetta dello Sport Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დინამო“ ავრცელებს.
„მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და საფეხბურთო საზოგადოებას შორის.
მემორანდუმს ხელი „დინამო თბილისი“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელმა და SMH Sports-ის დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს.
La Gazzetta dello Sport Georgia უზრუნველყოფს, „დინამო თბილისის“ მატჩების, ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების გაშუქებას ინოვაციური მულტიმედიის საშუალებით. მაყურებლებს/მკითხველებს ექნება ექსკლუზიური წვდომა უახლეს მოვლენებზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიზანია საზოგადოებას გააცნოს „დინამო თბილისის“ მიმდინარე მოვლენები, როგორც ძირითადი გუნდის შესახებ, ასევე, ასაკობრივი გუნდისა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის სიახლეები და ნიჭიერი ფეხბურთელები. აუდიტორიას მოუყვეს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გუნდის გარშემო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, „დინამო თბილისის“ ისტორია და ყველაზე ტიტულიანი ქართული კლუბის გამარჯვებები.
ხელმოწერის ცერემონიას დინამო თბილისის ვეტერანები, La Gazzetta dello Sport Georgia-ს წარმომადგენლები და სპორტული მედია დაესწრნენ.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ