„დინამო ” ბიზნესმენმა თემურ მიქელაძემ იყიდა

ს დინამოს“ გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა.
საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923-მა“ შეიძინა.
სააქციო საზოგადოებამ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი 30-მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო.
„დინამო ბათუმის შესყიდვა დამტკიცებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“, ბიზნესმენ თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით კლუბზე სრულ კონტროლს 2025 წლის 29 დეკემბრიდან იღებს. ახალი ინვესტორის მოსვლასთან ერთად, კლუბში იწყება განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას, კლუბში მასშტაბურ ინვესტირებასა და მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს,“ – ნათქვამია „დინამო ბათუმის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ბათუმის დინამოს“ პრესცენტრის ცნობით, საფეხბურთო კლუბის ახალი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესზე და მისი განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე საკონსულტაციო კომპანია Sports Orient მუშაობს.
„სამუშაო ჯგუფი რომელიც აუდიტორული, იურიდიული, ფინანსური და სპორტის მართვის ქართული და საერთაშორისო საპარტნიორო ორგანიზაციების სპეციალისტებისგან შედგება დეკემბერ-იანვარში კლუბის სრულ და ობიექტურ შეფასებას მოახდენს – ორგანიზაციული, ფინანსური, ფუნქციური და საოპერაციო მიმართულებებით.
ამჟამად ბათუმის დინამოს ფეხბურთელებისა და სხვა პირების მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების გამო ფიფასგან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე ვრცელდება. ახალი მენეჯმენტის მიზანია, რომ ყველა კრიტიკული დავალიანება უმოკლეს დროში იქნეს გასტუმრებული, რათა კლუბმა შეუფერხებელი ოპერირება და ტრანსფერების განხორციელება შეძლოს,“ – ნათქვამია „დინამო ბათუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სს „დ.ბ 1923-ის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ მიქელაძეა.
ვრცლად: ბათუმელები