: ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და “სხვა ვალდებულებებით” არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით

დიმიტრი ხუნდაძე: ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და “სხვა ვალდებულებებით” არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით
“ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე,“ – ასე ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი .
მისი თქმით, დღემდე არ გაჟღერებულა არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ საპარლამენტო გაყალბდა, რაში გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან ს ინტერესების დაცვა და ასე შემდეგ.
„ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე.
არგუმენტებით საუბარი და დისკუსია ყოველთვის სჯობს უარგუმენტოდ ხმაურს და პერფორმანსებით პოზირებას. კითხვებს თუ პასუხები არ მოეძებნა, არ ივარგებს. დღემდე არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ გაყალბდა? რაში გამოიხატება ს ინტერესების დაცვა და რატომ არის უკრაინის ბედი მიმზიდველი? რას ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში შეზღუდულია, როცა დღეს გამოხატვის თავისუფლება თავაშვებულობამდე “ხელმისაწვდომია”. რას ნიშნავს “ქუჩისეული” გაგებით ქვეყანაზე ზრუნვა, როცა დაჟინებით სანქციებთან მიერთებას ითხოვენ და “ცხელ ბომბებს” ანიჭებენ უპირატესობას “ტექნიკური მთავრობის” ინიციატორები? რას ნიშნავს ქართული ტრადიციების მომხრეობა, თუ კი ოჯახური ფასეულობები უნდა “გავასხვისოთ” და კაცი ქალისგან არ განვასხვაოთ, ტაძრებს კვერცხები ვესროლოთ და სასულიერო პირები ვაბულინგოთ. პოლიციელებს “მოლოტოვის კოქტეილები” ვესროლოთ, ცოცხლად დავწვათ და ამის ჩამდენი გმირად გამოვაცხადოთ, ბავშვები კლასებიდან გამოვიყვანოთ და აგენტურას წინ ფარად დავუყენოთ. უმცირესობა უმრავლესობად წარმოვაჩინოთ და საპირისპირო აზრს, დემოკრატიის სახელით, განადგურებამდე ვებრძოლოთ.
ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და “სხვა ვალდებულებებით” არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით და ქვეყანას ცეცხლთან ნუ ათამაშებთ, ნუ შეუწყობთ ხელს იმას, რაც თქვენდაუნებურად, თქვენც დაგაზიანებთ,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული