დიმიტრი ხუნდაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პანელზე დგას პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლიდან და მიხეილ სააკაშვილი „ვივა მედიდან“ – ამ ორიდან ერთ-ერთის ლიდერობა „გლობალური ომის პარტიასაც“ აწყობს

„ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ და ე.წ. რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო პანელზე დგანან და ამ ორიდან ერთ-ერთის ლიდერობა ე.წ. „გლობალური ომის პარტიასაც აწყობს.
მისი თქმით, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი შეირჩა, მაშინ ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, მაგრამ თუკი პირიქით მოხდა და ლიდერად სააკაშვილი შეირჩა – ზურაბიშვილი გარე დაკვეთის შესრულებას და ექსპრეზიდენტის შეწყალებას შეეცდება.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში „რადიკალური ფრთა“ ს მოგებას ვერ შეძლებს.
„ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანად „რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო პანელზე დგას პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლიდან და მიხეილ სააკაშვილი „ვივა მედიდან“. რა თქმა უნდა, მათი პანელზე დგომა და ამ ორიდან ერთ-ერთის ლიდერობა „გლობალური ომის პარტიასაც“ აწყობს და არის არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე მხარდაჭერაც მათ მიმართ. შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს, ეს დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ორიდან რომელი იქნება [ლიდერი]. თუ “ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერად შეირჩა სალომე ზურაბიშვილი, მაშინ ვფიქრობ, ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, მაგრამ თუ გადაწყდა, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, მაშინ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი შეეცდება, რომ გარე დაკვეთა შეასრულოს, შიდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ფრთის“ სურვილებიც აღასრულოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს,“ – განაცხადა ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული